აპრილის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უპრეცედენტო მასშტაბის სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზრიდან $322 მილიონი დოლარი შეისყიდა. 2023 წლის 4 თვის განმავლობაში სავალუტო ინტერვენციების მოცულობა 782.9 მილიონი დოლარი იყო. ინტერვენციების შედეგად, საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომამ 5.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
გააქტიურებულ ინტერვენციებზე განმარტება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ჯერ კიდევ ჩამორჩება IMF-ის მეთოდოლოგიით რეკომენდებულ ზომას, ამიტომ სებ-ი შესყიდვების პოლიტიკას კიდევ გააგრძელებს.
“სავალუტო ფონდის მეტრიკაა, რომელსაც ინვესტორები და სარეიტინგო სააგენტოები უყურებენ. ეს არის ინტეგრირებული მეტრიკა, რომელიც მოიცავს იმპორტის ზომას, ფულის მასას, ექსპორტს და მოკლევადიან ვალს. მათი შეჯერებით მიიღება კომპოზიტური ინდექსი, რომელიც გაცვლითი კურსის რეჟიმის ქვეყნებისთვის სასურველია რომ იყოს 100-დან 150-ის ფარგლებში. 150%-ზე ზემოთ ჩვენ აღარ ვიყიდით რეზერვებს. 2022 წლის შედეგებით ჩვენ ვიყავით 107 პროცენტზე,”- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით სავალუტო შესყიდვები 2022 წლის მეორე ნახევარში გაზარდა, რაც ქვეყანაში გაზრდილ ფულად შემოდინებებს უკავშირდებოდა. საუბარია გაზრდილ შემოსავალზე ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებიდან, ექსპორტიდან და სხვა წყაროებიდან.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…